არსებობის 2000 წლის განმავლობაში უძველესი ქალაქი ბაბილონი ორჯერ წარმოადგენდა დიდი იმერიების დედაქალაქს. ბაბილონელებმა მიაღწიეს ბევრ სამეცნიერო და ინტელექტუალურ წარმატებას.მესოპოტამიის უდიდეს და უძველეს ქალაქებთან - შუმერთან და აქადთან შედარებით, ბაბილონი ახალ ქალაქს წარმოადგენდა. მისი რეალური მნიშვნელობა საყურადღებო ხდება მხოლოდ ძვ.წ. 1900 წლიდან, მას შემდეგ, რაც სემიტურმა ტომებმა, ამორეველებმა დაიპყრეს შუმერი. რამდენიმე წელიწადში ბაბილონი გადაიქცა ამორეველების სამეფოს დედაქალაქად. აღნიშნული სამეფო სულ უფრო მეტად ფართოვდებოდა, ხოლო ხამურაბის მეფოს დროს ( ძვ.წ. 1792 - 1750 ) გადაიქცა დიდ იმპერიად, რომელიც მოიცავდა თითქმის მთელ სამხრეთ მესოპოტამიას, ხოლო ჩრდილოეთით ასურეთის ნაწილსაც.ბაბილონის სოციალური წყობისა და კომერციული განვითარების შესახებ ცნობები შემონახულია იმ თიხის ფირფიტებზე, რომლებიც ნაპოვნი იქნა ხამურაბის სასახლის ნანგრევებში, ქალაქ მარიში. ისტორიულ წყაროებს ასევე წარმოადგენს, ხამურაბის კანონები, რომელიც ქვეყნის ერთიან კანონმდებლობას წარმოადგენდა. ხამურაბის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერიაც დაიშალა, თუმცა ბაბილონი მაინც უძლიერეს ქალაქად რჩებოდა, აქედან გამომდინარე მთელ სამხრეთ მესოპოტამიასაც ბაბილონი ეწოდებოდა. ბაბილონი განლაგებული იყო მდინარე ევფრატზე, რაც სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან იგი აკონტროლებდა სამხრეთის სავაჭრო გზებს. ამას გარდა, ბაბილონს რელიგიური და მეცნიერული ქალაქის სტატუსიც ჰქონდა. მესოპოტამიის დაპყრობის შემდეგ, ბაბილონელებმა და მათმა მეზობლებმა ჩრდილოეთ ასურეთიდან მემკვიდრეობით მიიღეს აქადისა და შუმერის კულტურა, აითვისეს აქადური ენა, განავრცეს შუმერული მითები და თაყვანს სცემდნენ მათ ღმერთებს. ქალაქ ბაბილონის აღზევების დროს პანთეონში პირველი ადგილი დაიჭირა ამ ქალაქის პატრონმა ღვთაება მარდუქმა. ამ პერიოდში ბაბილონი იქცა წმინდა ქალაქად, სწავლულთა ცენტრად და მდიდარ მეტროპოლიად.
No comments:
Post a Comment